ჟურნალისტი გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორს ხვდება

საქართველო, თბილისი - 14:05 | 26.12.2016
ნანახია: 1655

ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი მთავარ პროკურორს ხვდება. როგორც გიორგი გასვიანმა უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მას არაერთი კითხვა აქვს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის ირაკლი შოთაძეს შეხვდება, როგორც დაზარალებული და პროკურორისგან მოისმენს საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას.

გასვიანი ამბობს, რომ შოთაძესთან კითხვები ექნება არა მხოლოდ მის საქმეზე, არამედ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზეც.

"ინგა გრიგოლიამ მთხოვა მეკითხა, რას აკეთებს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემ საქმეს, ეს შეხვედრა გადაწყდა მაშინ, როცა მე მთავარ პროკურორს პირდაპირ ეთერში ვკითხე ჩემი ცემის საქმეზე და აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ მე მცემეს იარაღის მუქარით. ამ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვება”, - განაცხადა გიორგი გასვიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე