ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:33 | 26.12.2016
ნანახია: 1744

 

ინგლისში 53 წლის ასაკში ცნობილი მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალების ფაქტი ლონდონის პოლიციამაც დაადასტურა. დარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბოლოს შეუძლოდ მაიკლი 2011 წელს გახდა. მომღერალს პნევმონიის მძიმე ფორმა ჰქონდა, რის გამოც კონცერტები გადადო, თუმცა მალე გამოჯანმრთელდა. იორგოს კირიაკოს პანაიოტუ ლონდონში 1963 წელს დაიბადა. მისი მუსიკალური კარიერა 80-იან წლებში დაიწყო დუეტით Wham, რომლის დაშლის შემდეგაც მომღერალმა სოლო კარიერა გააგრძელა. მაიკლი 3 გრემის და MTV-ის პრემიის ხუთგზის მფლობელი იყო. ბოლო ალბომი მან 2014 წელს ჩაწერა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე