მკვლელობა დედოფლისწყაროში - გარდაცვლილია 55 წლის მამაკაცი

საქართველო, თბილისი - 12:42 | 24.12.2016
ნანახია: 1707

მკვლელობა დედოფლისწყაროში - გარდაცვლილია 55 წლის მამაკაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა წუხელ, იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცთან სახლში მისი ამხანაგები ქეიფობდნენ.

როგორც ცნობილია, მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა.

პოლიციამ წუხელვე დაკითხა მკვლელობის მონაწილე პირები, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარესობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე