გურიაში 20 წლის ახალგაზრდამ 42 წლის მამაკაცი მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 23.12.2016
ნანახია: 1344

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ახლობელს - 1974 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს, მისსავე სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჭრელი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. 

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე