მოსამართლემ მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 21.12.2016
ნანახია: 1349

მოსამართლემ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებული გურამ და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატი შუამდგომლობა მაია და გურამ რჩეულიშვილების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

როგორც მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა არის ნამდვილად მძიმე, მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, ასევე გულის იშემიური დაავადება, კუჭნაწლავის ძალიან სერიოზული პრობლემები და საერთოდ ზოგადად მდგომარეობა არის მძიმე”, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილს რაიმე ახალი დაავადება არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე