ადვოკატი მაია რჩეულიშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 21.12.2016
ნანახია: 1413

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცუცქირიძე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ მაია რჩეულიშვილი გირაოს 50 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლოს.

"ჩვენ გამოვითხოვეთ გუშინ კლინიკიდან დოკუმენტაცია, სადაც მაია რჩეულიშვილმა გაიარა მკურნალობა. დოკუმენტაციაში დაზუსტებით ყველა ექიმი წერს იმ დასკვნას, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა არის ნამდვილად მძიმე, მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, ასევე გულის იშემიური დაავადება, კუჭნაწლავის ძალიან სერიოზული პრობლემები და საერთოდ ზოგადად მდგმარეობა არის მძიმე. ეს დოკუმენტი წარმოდგენილი მაქვს და დღეს სასამართლო პროცესზე გავაცნობ ამას როგორც მოსამართლეს, ასევე ბრალდების მხარეს. ვფიქრობ, თუ ობიექტური იქნება მოსამართლე, ყველა შემთხვევაში ჩვენი შუამდგომლბა უნდა დაკმაყოფილდეს. გირაოს სახით 50 000 შევთავაზებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე