ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:05 | 22.09.2015
ნანახია: 1974

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მერია ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციას ახორციელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გეოგრაფიკის’’ სპეციალისტები საველე სამუშაოების ფორმატში აღწერენ ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მიმდინარეობს შენობების კომპლექსური შეფასება, როგორც კონსტრუქციული ნაწილის, ასევე სამართლებრივი სტატუსის და მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებების კუთხით.
სამუშაო პროცესს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი მირანდა ჩარკვიანი გაეცნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე