რადას დეპუტატი რუსი დიპლომატის მკვლელს გმირს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 20.12.2016
ნანახია: 1469

უკრაინის უმაღლესი რადას უფრაქციო დეპუტატმა ვლადიმერ პარასიუკმა განაცხადა, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელმა გმირული საქციელი ჩაიდინა. ამის შესახებ მან Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა.

”ადამიანს, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად მზად არის მივიდეს უკიდურეს ზომამდე, იდეისთვის, სიმართლისთვის, შეიძლება დამაჯერებელად უწოდო - გმირი!”- წერს დეპუტატი და პოლიციის ოფიცრის მევლუთ მერთ ალთინთაშის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დიპლომატისკენ იარაღი აქვს მიმართული.

კარლოვი გუშინ ანკარის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მოკლეს. დიპლომატი რუსეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნისას მძიმედ დაიჭრა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. ძალოვანებმა ალთინთაშის ლიკვიდაცია მალევე განახორციელეს.   





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე