ქიბარ ხალვაში გია ხუხაშვილს - შენ რომ მართალი კაცი ყოფილიყავი უკანონოდ ჩამორთმეულ მანქანაში არ ჩაჯდებოდი

საქართველო, თბილისი - 10:47 | 24.10.2015
ნანახია: 1750

ქიბარ ხალვაში ექსპერტ გია ხუხაშვილს უპირისპირდება. ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში წერს, რომ ხუხაშვილი სააკაშვილისა და მერაბიშვილის გამოგონილ ისტორიებს სიმართლედ ასაღებს.

"ხომ ნახე სიხარბეს და ვაჭრობას რომ შეეწირე მეგობართან ერთად? ბოდიში პიქსელის შენობაში რომ ვერ გეახელი სიმართლის აღსადგენად. მადლიერი კი ვიყავი იმაზე რაც მანამდე ჩემზე გიფიქრია და გითქვია, მაგრამ მაინც არ ვთვლიდი რომ შენთვის და შენი პარტნიორისთვის უნდა მეხვეწნა დახმარება. ჩვევად არ მაქვს. ვანოს და მიშას გამოგონილ ისტორიებს სიმართლედ რატომ ასაღებ? საიდან მოიტანე შენი ზღაპრები? ყურმოკრულ ისტორიებს რატომ ავრცობ შენებურად? შენ რომ მართალი კაცი ყოფილიყავი არც ჩვენზე უკანონოდ ჩამორთმეულ მანქანაში არ ჩაჯდებოდი, მაგრამ გიყვარს კომფორტი და "ვაჟნობა". მე შენს ადგილას არ ვიკადრებდი. ახლა არ მცალია შენთან საკინკლაოდ. მოვჩები მთავარ პრობლემას და მერე გაჩუქებ ერთ დღეს", -წერს ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთი, რომ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ხალვაშს "რუსთავი2"-ის არაკეთილსინდისიერი მყიდველი უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე