"ბორჯომში მცემეს, იარაღი თავზე მომადეს, მაგინეს" - გიორგი გასვიანი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 19.12.2016
ნანახია: 1640

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ტელეწამყვანი ამბობს, რომ მთვრალი სამართალდამცავები მას ფიზიკურად ბორჯომში გაუსწორდნენ, - ამის შესახებ მან თავად სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მთვრალმა პოლიციელებმა ბორჯომში მცემეს და იარაღი თავზე მომადეს მაგინეს და მემუქრებოდნენ ჟურნალისტი რომ აღმოვჩნდი, არსად გააცხადოო... ესეც შარვალი, ტალახიანი იმიტომ არის რომ წამაქციეს ცემის დროს ", - წერს ჟურნალისტი. 

შსს-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე