ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 16.12.2016
ნანახია: 1381

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა. ამბოხებულების განცხადებით სირიის სახელსიუფლებო ძალების მიერ მხარდაჭერილმა შიიტურმა დაჯგუფებებმა ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნა. სამთავრობო არმიის წარმომადგენლები კი შეთანხმების დარღვევაში ამბოხებულებს ადანაშაულებენ.  

”ვფიქრობ რომ ბრძანება (ოპერაციის შეჩერების) რუსებისგან მოდიოდა, რომლებიც რაიონში არსებულ სიტუაციას აკონტროლებენ”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელიზაბეთ ჰოფმა.

ჰოფის თქმით, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული.

მთელი ღამის განმავლობაში ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლების თქმით, ღამით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დარღვეულა. ათობით ათასი ადამიანი კვლავ ქალაქის დატოვების მოლოდინშია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე