,,თიბისი გალერეაში" ანსამბლ ,,შავნაბადას“ მორიგი დისკის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:44 | 15.12.2016
ნანახია: 1533

16 დეკემბერს, 19.00 სთ-ზე ,,თიბისი გალერეაში"``, ანსამბლი ,,შავნაბადა" ახალი, რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაციას და წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას ,,შავნაბადასთან“ ერთად მარიამ როინიშვილი და სოფო გელოვანიც მიიღებენ. საღამოზე, ანსამბლის წევრები წარმოადგენენ გასული წლის სრულ შემოქმედებით აქტივობას, საგასტროლო ტურნის და სხვადასხვა პროექტების სახით.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლი ,,შავნაბადა“ 2005 წელს შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში, ანსამბლმა მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორისაა საგალობლების სასწავლო დისკების გამოცემა და სალოტბარო სკოლების დაარსება რეგიონებში, სადაც მოზარდები ქართულ სიმღერა-გალობას სრულიად უფასოდ ეუფლებიან. ამასთანავე, ,,შავნაბადა“ ხშირად მართავს საკონცერტო ტურნეებს სხვადასხვა ქვეყანაში.

16 დეკემბერს თიბისი გალერეაში, ანსამბლი 15 მდე სიმღერას შეასრულებს..

პროექტის სპონსორია ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძოებების სამსახური.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე