გაზის გაჟონვის შედეგად ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 15.12.2016
ნანახია: 1495

 

ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა თბილისში - წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია გაზის გაჟონვას უკავშირდება. შემთხვევა წყნეთის ქუჩის 6 ნომერში ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატროლო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე