15 დეკემბერს თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 16:14 | 14.12.2016
ნანახია: 1619

15 დეკემბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი გაიხსნება.

ვარსკვლავის გახსნამდე კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში თამრიკო ჭოხონელიძის საღამო გაიმართება, სადაც მომღერლის 20-მდე ცნობილი სიმღერა შესრულდება.

კონცერტში მონაწილეობას მაია ჯაბუა, მარიამ როინიშვილი, დები ჭოხონელიძეები და ეხა კახიანი მიიღებენ.

დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. დასრულების შემდეგ კი, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით მომღერლის ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე