10 წლის ბავშვმა სოციალური ქსელის გამოყენების აკრძალვის გამო თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 14.12.2016
ნანახია: 1581

რუსეთში სარატოვის ოლქში სისხლის სამართლს საქმე აღძრეს 10 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის.  

როგორც პოლიციაში განაცხადეს,  ბავშვის  ცხედარი მამამ აღმოაჩინა. სავარაუდოდ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. გამოძიებას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოუჩენია.

რუსული მედიის ცნობით, ბავშვი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მშობლებმა შვილს სოციალური ქსელის გამოყენება აუკრძალეს, რათა ის ე.წ სიკვდილის ჯგუფისგან დაეცვათ, რომელიც ბავშვებში სუიციდის პროპაგანდას ეწევა.

ერთი თვის წინ სარატოვის ოლქში დააკავეს ”სიკვდილის ჯგუფის” ადმინისტრატორი. გამოძიების ვერსიით, მისმა ქმედებებმა გავლენა მოახდინეს15 მოზარდის სუიციდის გადაწყვეტილებაზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე