17 მაისის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულები უდანაშულოდ ცნო

საქართველო, თბილისი - 17:34 | 23.10.2015
ნანახია: 1590

2013 წლის 17 მაისის გახმაურებულ საქმეზე საქალაქოში სასამართლოში სხდომა გაიმართა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ 4-ვე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.

17 მაისის აქციაზე მანიფესტაციის ხელის შეშლის ბრალდებით თავდაპირველად ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში, შემდეგ ერთ-ერთ სასულიერო პირზე, მამა ანთიმოზზე სამართალწარმოება შეწყდა. სასამართლო ოთხი პირის ბრალდების საქმეს განიხილავდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ოთხივე ბრალდებული სრულად გაამართლა, მუხლი კი, რომლითაც 17 მაისის საქმეზე ბრალდებულებს ედავებოდნენ, ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადის პატიმრობას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე