გივი თარგამაძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 14.12.2016
ნანახია: 1347

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.

"პრაიმნიუსჯორჯიას" ინფორმაციით, თარგამაძე საქართველოს მთავარ საგამოძიებო უწყებაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

საქმე 4 ოქტომბერს, ბარათაშვილის ხიდთან დეპუტატის მანქანის აფეთქებას ეხება.

აღნიშნულ საქმეზე ერთი პირია დაკავებული, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე