მოზარდმაყურებელთა თეატრში ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება"-მ წარმოადგინა სპექტაკლი "ვერის უბნის მელოდიები"

საქართველო, თბილისი - 12:33 | 13.12.2016
ნანახია: 1780

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ორგანიზაცია ''ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება'-მ წარმოადგინა ინტეგრირებული სპექტაკლი ''ვერის უბნის მელოდიები'', რომელიც ეძღვნებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის -70 წლის იუბილეს.

სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ''ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება'' ბენეფიციარებმა, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის პროგრამა ანი-Zet-ის მოსწავლეებმა, ფოცხიშვილების ნაციონალური ანსამბლ ''მეტეხთან ''არსებული ბავშვთ სტუდია ''პატარა ვარსკვლავები''-ს მოცეკვავეებმა.

ორგანიზაცია ''ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება'' 1995 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების პირველ საზოგადოებრივ გაერთიანებას.

ორგანიზაციის მიზანია თანაბარი პირობების შექმნა ყველა ბავშვისა და მოზარდისათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და პიროვნული თვითრეალიზების ხელშესაწყობად. ერთად შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ!




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე