პარიზში ნაპოვნი და ვინჩის ნახატის ნამდვილობა დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 13.12.2016
ნანახია: 1596

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კურატორმა კარმენ ბამბახმა ლეონარდო და ვინჩის მანამდე უცნობი ნახატის ნამდვილობა დაადასტურა. 15 მლნ ევროდ შეფასებული ნახატი პარიზში შემთხვევით აღმოაჩინეს. 

The Telegraph-ის ინფორმაციით, პენსიონერმა ექიმმა, რომელსაც ანონიმად დარჩენა სურს, მარტში აუქციონის სახლ Tajan-ში ნახატების დასტა მიიტანა, რომლებიც მამამისს ეკუთვნოდა. 15 ნახატს შორის, აუქციონის თანამშრომლებმა ტუშით შესრულებული ნახატი გამოარჩიეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ის და ვინჩის მიერაა შესრულებული. სავარაუდოდ, ნახატი 1482-1485 წლებშია შექმნილი.

ნახატზე გამოსახულია წმინდა წამებული სებასტიანე. ესკიზს ”პარიზელი სებასტიანე” უწოდეს. მოცემული მომენტისთვის ეს წმინდანის მესამე ცნობილი ნახატია. პირველი ინახება ჰამბურგში, მეორე საფრანგეთის ბაიონში. მხატვრის საკუთარი კატალოგის მიხედვით, წმინდანზე სულ რვა ნახატია შექმნილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე