მაია რჩეულიშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ

საქართველო, თბილისი - 09:23 | 13.12.2016
ნანახია: 6145

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაია რჩეულიშვილს დღეს ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილს უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები, თუმცა, საბოლოო დიაგნოზისთვის, ექიმებმა მისი სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ ჩათვალეს.

მაია რჩეულიშვილი ”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. ბათუმის ”მაგნოლიას” ეპიზოდშია ბრალდებული. ის სასამართლო სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესაც არის ჩანიშნული, დაიკითხება ბრალდებული ირაკლი მინდელი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე