ალეკ ბოლდუინს ტრამპის პაროდიისთვის ჯილდო გადასცეს

საქართველო, თბილისი - 16:12 | 12.12.2016
ნანახია: 1823

ამერიკელ მსახიობ ალეკ ბოლდუინს კინოკრიტიკოსებმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პაროდიისთვის  Critics' Choice 2016-ის პრემია გადასცეს.

ბოლდუინი გადაცემა Saturday Night Live-ში” მონაწილოებისათვის ”კომედიური სერიალების მოწვეული მსახიობის” კატეგორიაში საუკეთესოდ აღიარეს. გადაცემაში, რომელიც  ტელეარხ NBC-ის ეთერით გადის, მსახიობმა ამერიკის ახალი ლიდერის სატირა წარმოადგინა.  

აშშ-ისა და კანადის კინოკრიტიკოსების ასოციაციის დაჯილდოვების ცერემონია Critics' Choice Award-ი კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-მონიკაში იმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე