"ყლ...ი ვართ? გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ" - თინა მახარაძე

საქართველო, თბილისი - 11:47 | 12.12.2016
ნანახია: 6056

სვანეთში გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტოს და შემდეგ უკვე ფოტოს ავტორის მიერ ვიდეო-მიმართვაში მოხდილ ბოდიშს სოცილურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შს სამინისტროს რეაგირებისთვის მიმართავს. 

,,იგივენაირად ვერ ვხვდებით, რატომ არ უნდა ვიცხოვროთ ბეეევრი ბევრი საუკუნის წინ, დიდი ბებია-ბაბუებისა და კიდე მათი ბაბუა-ბებიების მიერ დადგენილი "ადათ-წესებითა" და ამ "ადათ-წესების" ქომაგი ირაკლი ნარსავიძეების კანონებით. ყლ...ი ვართ?

ის ბიჭი, რომელსაც "აღიარებითი ჩვენება" მიაცემინეს არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე Irakli Narsavidze უნდა დაისაჯოს თითოეულ იმ ადამიანთან ერთად რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული ( რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ” - წერს თინა მახარაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე