ჩინელებმა რობოტები დაასაქმეს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 12.12.2016
ნანახია: 2447

ჩინურმა ავიაგადამზიდავმა Shenzhen Airlines-მა სამსახურში რობოტები აიყვანა. როგორც უცხოური პრესა წერს, ჩინურმა ავიაგადამზიდავმა ამ ეტაპისათვის 16 რობოტი “დაასაქმა“.

 ავიაკომპანიის ახალი თამაშრომლების ფუნქციაა მგზავრებთან კონტაქტი და მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა.

რობოტები ძირითადად აეროპორტის ბიზნეს დარბაზში იმუშავებენ და სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს სხვადასხვა ამბებს უამბობენ და ასევე უცეკვებენ  და უმღერებენ კიდეც.

სავარაუდოა, რომ რობოტები მალე სხვა ჩინურ ავიაკომპანიებშიც დაიწყებენ მუშაობას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე