არჩილ გამზარდია: ხელისუფლების კრიტიკით ხალხსაც ეხმარები და თავად ხელისუფლებასაც

საქართველო, თბილისი - 13:51 | 10.12.2016
ნანახია: 1522

აი, რატომ არის საჭირო, კვალიფიციურად აკრიტიკო ხელისუფლება, - წერს პოლიტილოგი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ ხელისუფლების კრიტიკით ხალხსაც ეხმარები და თავად ხელისუფლებასაც

„1. ვაკრიტიკებდი ეს ხანები ხელისუფლებას, რომ ოპტიმიზაცია არ ნიშნავს, პირველ რიგში ადამიანები გაანთავისუფლოთ სამსახურებიდან მეთქი, როგორც პირველად ხელისუფლებამ მისცა დისკურსი იდეას; ცოტა ხანში ჯერ კახი კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ სამსახურიდან დათხოვნა უკიდურესი გადაწყვეტა უნდა იყოსო, შემდეგ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და ა.შ.

საბედნიეროდ, კრიტიკამ მოახერხა სწორედ ამ თემაზე აქცენტირება.

  1. ვაკრიტიკებდი ეს ხანები ხელისუფლებას, რომ დებატებში საერთოდ არ დადიან მმართველი ძალის წარმომადგენლები ტელემედიაში-თქო და რამდენიმე დღეა უკვე დავინახე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ორიოდე არხზე დებატებში.

აქაც, საბედნიეროდ, თემატურმა კრიტიკამ მოახერხა რომ საკითხის აქცენტირება მოახერხა.

  1. ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას ეს ხანები, რომ მგრძნობელობას კარგავს, რაც ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა მეთქი, თავად ჩემი ჩამონათვალი, რაზეც ამჟამად დავწერე უკვე ნიშნავს, რომ მგრძნობელობა არ გამქრალა.

ძალიან მახარებს ის მიზეზები, რის გამოც დადებითის აღნიშვნა მიწევს ხელისუფლებასთან მიმართებაში; ხოლო ის ხალხი, ვინც თვლის, რომ ხელისუფლების კრიტიკა ნიშნავს მათ ლანძღვას და მათ წინააღმდეგ წასვლას, გთხოვთ, დადუმდეთ და გვაცადოთ საზოგადოებას მუშაობა, ანალიტიკოსისა თუ ექსპერტის თუ დარგობრივი სპეციალისტის ფუნქცია სწორედ ეს არის“, - წერს არჩილ გამზარდია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე