პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების რეგულაცია შეიცვლება

საქართველო, თბილისი - 18:03 | 09.12.2016
ნანახია: 1339

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, შესაცვლელია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უკავშირდება. 
“ზოგადად, ჩემი როლიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო დებულებებთან დაკავშირებით პირადი პოზიციის გამოხატვას მოვერიდები, თუმცა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული დებულება არის ის, რომელზეც პირდაპირ შემიძლია პოზიცია დავაფიქსირო. კონსტიტუციის 81-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხდებას და ამასთან დაკავშირებულ ძალიან გართულებულ პროცედურას, აუცილებლად საჭიროებს გადახედვას და დახვეწას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. მთავრობისთვისავის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არის აუცილებლად დასახვეწი. ამაზე მე, როგორც ექსპერტს, თავის დროზე მქონდა ძალიან მყარი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციაზე ვრჩები“, - განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე