თბილისი სამოგზაურო პორტალ Tripadvisor-ის საუკეთესო მიმართულებებს შორის მოხვდა

საქართველო, თბილისი - 16:38 | 09.12.2016
ნანახია: 1702

Tripadvisor -მა 2016 წელი შეაჯამა და დაასახელაროგორც მოთხოვნადი ტურისტულიმიმართულებები, ასევე, სასტუმროები,მუზეუმები და რესტორნები. 
საქართველო იმ მიმართულებებს შორისმოხვდა, რომელზეც მზარდი მოთხოვნაფიქსირდება. ათეულში თბილისი მეცხრეპოზიციას იკავებს. 
პირველ ადგილზე მოთხოვნადმიმართულებებს შორის არის მექსიკა, მეორეზეკოლუმბია, მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს.მეოთხე ადგილზე რეიტინგში ჰავაი მოხვდა,შემდეგ ადგილებს კი აზერბაიჯანი,ფილიპინები, ისარელი და ესპანეთი იკავებენ.სიას  ინდოეთი ასრულებს. 
სამაგზაურო პორტალი Tripadvisor მსგავს სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ „Tripadvisor“-ზე  ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სარეკლამოკამპანია ჩაატარა.

კამპანია 10 მიზნობრივ ბაზარს მოიცავდა: აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა,თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები  6 თვის განმავლობაში, ათივექვეყანაში, მილიონობით ადამიანმა იხილა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს,  სარეკლამო კამპანიამ  ხელს შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და დამატებითტურისტული ნაკადების მოზიდვას.

TripAdvisor-ს ყოველთვიურად 340 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტმომხმარებელს პორტალზე 350მილიონი შეფასება და კომენტარი აქვს დატოვებული. TripAdvisor-ზე  6.5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა დაგართობის ობიექტია წარმოდგენილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე