თიკო სადუნიშვილი: 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი მყავდა, ბევრია?

საქართველო, თბილისი - 14:14 | 09.12.2016
ნანახია: 7990

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი პრესასთან აღებული დიდი პაუზის შემდეგ, თავისი ცხოვრების სიახლეებზე და პირადზე ჟურნალ „სარკესთან” საუბრობს.

მისთვის ტელევიზია მეორეხარისხოვანი გახდა, ბიზნესი დაიწყო, მეგობართან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში „სახლი” გახსნა, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია გართობისა და დასვენებისთვის.

რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორებს?
– ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე საკუთარ თავს ვეცნობი. მიჭირს, გითხრათ, როგორები იყვნენ ისინი. რთულია, მათში საერთო იპოვო. ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ ამ ადამიანებს ერთი ძირითადი საერთო აქვთ – დღემდე შემომრჩნენ  და დღემდე ვმეგობრობ მათთან, ახლა უკვე მათ მეგობარ გოგონებთანაც.
–  თქვენი რომანებიდან ყველაზე ხანმოკლე და ყველაზე ხანგრძლივი რომელი იყო?
– ყველაზე ხანგრძლივი მახსენდება 2 წელი, ხანმოკლე იყო 2 კვირა.
ბევრი პარტნიორი გყავდათ?
– ბევრი არ იყო. 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი უკვე ბევრია? შეიძლება მეტიც იყო, შეიძლება ნაკლებიც, მართლა არ დამითვლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე