15 დეკემბრიდან პასპორტის აღება 50 ლარად იქნება შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 12:37 | 09.12.2016
ნანახია: 1573

15 დეკემბრიდან მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება უფასოდ, ბიომეტრული პასპორტის აღება კი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე განუცხადეს, აქცია 9 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ პერიოდში პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად იქნება შესაძლებელი. მათივე ცნობით, ასევე უფასო იქნება ფოტოს გადაღებაც.

წყარო:  bpn.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე