სანდრა რულოვსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 11:45 | 09.12.2016
ნანახია: 1393

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. მისი თქმით, ამჯერად აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით.

”როგორც უკვე ცნობილია, ნოემბერში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის (წინა) საარჩევნო დარღვევები, უკანონობა და მნიშვნელოვანი გაყალბებები, რასაც ადგილი ჰქონდა მთელს საქართველოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა არალეგიტიმური შედეგი. ჩემი გადაწყვეტილება, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითრებულ მოვლენებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და რამაც განაპირობა ის მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას.
ჩვენ ყველა მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებთ, თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს ამომრჩევლის ნების დამახინჯებას საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის.
ჩემის მხრივ კი მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გვფარავდეს ღმერთი”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე