„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 08.12.2016
ნანახია: 1334

„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ დაკავებული „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გამართლებულია. რაც შეეხევა საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობას, მას ჯარიმის სახით 15 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თუმცა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შემცირდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე