2013-2015 წლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობით 10 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტები მოიზიდეს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 23.10.2015
ნანახია: 1679

2013-2015 წლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობით 10 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტები მოიზიდეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სამინისტროს ბოლო 3 წლის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობისთვის ძალღონეს არ იშურებს და ამ მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაა. მინისტრის თქმით, 2013-2015 წლები 10 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა 55 ქართულმა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც გამოფენებში მონაწილეიობითა და შემდგომ პირისპირ შეხვედრებით 10 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტები მოიზიდეს.

მინისტრის თქმით, სამინისტრო მუსაობს ასევე საექსპორტო პროდუქციის პრომოუშენსა და ცნობადობის ამაღლებაზე. ამ მიზნით შეიქმნა www.tradewithgeorgia.com - სავაჭრო პორტალი, რომელიც მიმართულია ქართული ექსპორტიორი კომპანიების პოტენციურ პარტნიორებთან დასაკავშირებლად




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე