საახალწლო კონცერტს სჭირდება საახალწლო განწყობა და მაგარი შოუ - კახა მამულაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:44 | 07.12.2016
ნანახია: 1570

თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ წლევანდელ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“საახალწლო კონცერტს სჭირდება საახალწლო განწყობა, ამ განწყობას სჭირდება სანახაობა და მაგარი შოუ, ამ შოუს და სანახაობას ქმნიან რეიტინგული მომღერლები, მსახიობები. ამის ორგანიზებას სჭირდება კარგი შემსრულებლების გუნდი, რომლებსაც აქვთ ამის გამოცდილება.
ვერც ოპერა, ვერც იმხელა ორკესტრის (ბენდებს არ ვგულისხმობ, რომელთაც ვერასდროს ვერ ახმოვანებენ, ამ გაყინულ სცენაზე) და ვერც გაუჟღერებელი, უცნობი სიმღერები, ვერ შექმნის ამ სანახაობას.
ყველას წარმატებები, გილოცავთ წინასწარ ახალ წელს!“ – წერს კახა მამულაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე