დავით ნარმანია სმენადაქვეითებულთა ანსამბლ „ლილეს“ წევრებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:27 | 06.12.2016
ნანახია: 1522

თბილისის მერი დავით ნარმანია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული  ანსამბლ„ლილეს“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლებს   შეხვდა.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ჯანდაცვისა და  სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ.

სმენადაქვეითებულთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილე“, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ესპანეთში  გამართული ხელოვნების საერთშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელია.

ანსამბლი „ლილე“ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარიში გამართულკონკურსზე ,,მზედაზღვა” თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის” ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სახელმწიფოს ზრუნვისა და ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ფესტივალი ესპანური კომპანია “ფიესტალონია მილენიოს” ორგანიზებით ჩატარდა  და მასში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი სამუსიკო გუნდები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრაზე სტუმრებმა თბილისის მერსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ ფესტივალის ესპანელი ორგანიზატორების  მადლობის სიგელები გადასცეს.

დავით ნარმანიამ ანსამბლის წევრებს წარმატება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ნიჭის და უნარების რეალიზების მხარდასაჭერად ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. რამდენიმე სპეციალური პროგრამა ბიუჯეტში გავითვალისწინეთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ხმა და ნიჭი სათანადოდ ისმოდეს. მიხარია, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ნაყოფი გამოიღო და ანსამბლმა საერთაშორისო მასშტაბით წარმატება მოიპოვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე