ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დავით დევნოზაშვილი დააკავა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 06.12.2016
ნანახია: 1559

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილი დააკავა.   განცხადება ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკრატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ოთხი ფოტოგრაფი  - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს დააკავეს. ასევე დაკავებული იყო “ასოშეიტედ პრესის” თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

შსს-მა იმავე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ  ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება“.

დაკევბული ფოტოგრაფები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

პროკურატურამ, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ფოტოგრაფებს პირობითი მსჯავრი მოუხსნა, თუმცა სიმართლის დადგენის მიზნით საქმის გამოძიებას ითხოვდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე