ადვოკატი: ლევან ჩაჩუას სრული უფლებააქვს მოითხოვოს კომპენსაცია

საქართველო, თბილისი - 14:04 | 06.12.2016
ნანახია: 1391

სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას ადვოკატის ზურაბ ტაბიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო. ტაბიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლება აქვს, კომპენსაცია მოითხოვოს, რადგან ის 8 თვის მანძილზე, უკანონო პატიმარი იყო.

"უზენაესმა სასამართლომ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა პროკურატურის საჩივარი და არ დაუშვა განსახილველად. განჩინება ჯერ არ ჩაგვბარებია, უნდა ჩაგვბარდეს მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში. ლევან ჩაჩია იყო უკანონო პატიმარი, მას კანონით აქვს სრული უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია, შელახული უფლებებიდან გამომდინარე. გამორიცხულია, რომ ზურაბ ჟვანია იყოს მოკლული, ის არის უბედური შემთხვევის მსხვერპლი ანუ გაზით მოწამვლის" - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქმეში უდანაშაულო იყო. 

ყოფილი პრემიერის საქმის ექსპერტს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე