სომხეთის მოქალაქეს საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები შემოჰქონდა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 23.10.2015
ნანახია: 1880

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, გალუსტ მარგარიანი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს“ გავლით, საბაჟო კოტრონლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე