თიბისი ბანკმა ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
საქართველო, თბილისი - 13:01 | 02.12.2016 ნანახია: 1815თიბისი ბანკმა საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილი ახალი პროექტი „12" წარუდგინა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა თიბისი ბანკის ვიზა ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც ახალგაზრდა არტისტების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია აღბეჭდილი. ეს ნამუშევრები, ავტორების სხვა ნამუშევრებთან, ერთად ფაბრიკაში გამოიფინა.
პროექტში პირველ ეტაპზე 12 არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან, როგორც ცნობილი, ისე დამწყები ხელოვანები, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ. რამოდენიმე არტისტმა სპეციალურად „12"-ისთვის ახალი ნამუშევარი შექმნა.
ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე - ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან თიბისი ბანკის მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს.
კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მედიების ვარიაციას აერთიანებს - სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს, გრაფიკას.
„პროექტი „12" არ არის სიახლე თიბისი ბანკის არტთან კოლაბორაციის თვალსაზრისით, თუმცა სიახლეა ფორმატის თვალსაზრისით. არასდროს ფეისტიკერზე არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთი მრავალფეროვანი კოლექცია, მით უფრო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ვამაყობთ, რომ ეს პროექტი შედგა. ზოგადად ხელოვნება ძალიან ფაქიზი სფეროა და ძალიან რთულია, დაიცვა ბალანსი ხელოვნების საჭიროებასა და ბიზნესის საჭიროებას შორის, თუმცა ამის დიდი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ, ჩვენი ქცევით, სხვა კომპანიებსაც მივცეთ მაგალითი,"- განაცხადა თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ.
მისი თქმით, თიბისი ბანკი პროექტს განიხილავს, როგორც თანამედროვე ხელოვნებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტების მხარდაჭერის ინიციატივას, რომლის საბოლოო მიზანი მათი ნამუშევრების მეტი პოპულარიზაცია, კომერციალიზაციის პერსპექტივის შქმნა და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიასთან მიტანაა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.12.ge რომლის პრეზენტაცია ასევე გამოფენაზე შედგა. ვებგვერდი თავმოყრაა ყველა იმ ინფორმაციისა, რომელიც პროექტში მონაწილე არტისტებს ეხება. ვებგვერდზე განთავსებული ვიზუალური და ტექტუალური მასალა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის არტისტებსა და მათ შემოქმედებაზე.
ვებგვერდიდანვე მსურველს შეეძლება შეუკვეთოს მისთვის სასურველი ვიზა ფეისტიკერი. პროექტი განხორციელდა კომპანია Visa-ს მხარდაჭერით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა