სესიაშვილი: გვარამია მეგობარს რაღაცას ელაპარაკება და ამას ისე გაყიდის, როგორც პოლიტიკურად აწყობს, ასე არ გამოვა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 23.10.2015
ნანახია: 1673

ხელისუფლებასა და ნიკა გვარამიას შორის ალექსი ახვლედიანის შესაძლო შუამავლობას უმრავლესობა გამორიცხავს. მათი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში არავის ემუქრებიან და არც ფარულ ჩანაწერებს აკეთებენ. იმავდროულად დადებითად აფასებენ გვარამიას თანამშრომლობას გამოძიებასთან.

„ყველაფერი უნდა გაირკვეს, მართლაც ვიღაცამ დაავალა, თავისი ინიციატივით გამოთქვა თუ მეგობრულად საუბრობდა. მთავარი ჩვენი მხრიდან არის, რომ გამჭვირვალე პროცესი იყოს. ხელისუფლების ინტერესია, რომ საზოგადოებაში რაიმე კითხვა არ გაჩნდეს. ნიკა გვარამია თავის მეგობარს რაღაცას ელაპარაკება და მერე ამას ისე გაყიდის, როგორც მას პოლიტიკურად აწყობს, ასე უბრალოდ არ გამოვა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.    

საპარლამენტო უმცირესობას კი ეჭვი ეპარება, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს. ალექსი ახვლედიანი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა გამოძიებას 21 ოქტომბერს მასთან შეხვედრის დეტალები გააცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე