მკვლელობა სენაკში - ქალმა ქალს ესროლა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 01.12.2016
ნანახია: 2279

მკვლელობა მოხდა სენაკში - არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალს ქალმა ვალის გადაუხდელობის გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

ადგილობრივების  ინფორმაციით, გარდაცვლილ ეკა ფარულავას ბრალდებულის ვალი ჰქონდა, რაც 2 500 ლარს შედგენდა.

ახლობლები ყვებიან, რომ ფარულავა თანხას დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხდიდა და მას რამდენჯერმე თანხის გადავადება მოუწია.

გარდაცვლილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე