სად ცხოვრობენ ყველაზე შეუხედავი მამაკაცები?

საქართველო, თბილისი - 15:04 | 30.11.2016
ნანახია: 1884

გაცნობის საიტმა ”ლამაზი ადამიანების კლუბი” გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმად ყველაზე შეუხედავი მამაკაცები დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და რუსეთში ცხოვრობენ.
პორტალზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია ”ფეისკონტროლის” გავლა, ანუ კლუბში გასაწევრიანებლად მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებისგან თანხმობის მიღება. მომხმარებლები გადაწყვეტილებას ფოტოსურათებისა და მცირე აღწერილობის მიხედვით იღებენ. კლუბში ბრიტანელების, პლონოლებისა და რუსების მიერ წარდგენილი ასეთი ანკეტების მხოლოდ 9 პროცენტი მიიღეს.
ამავე სტატისტიკით ყველაზე ლამაზი მამაკაცები აღმოჩნდნენ შვედები (60%), ბრაზილიელები (41 %) და დანიელები (40%).
ყველაზე ლამაზი ქალები კი ცხოვრობენ ნორვეგიაში (70%), შვედეთსა (62%) და ისლანდიაში (61%).





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე