ბრედ პიტს ახალი რომანი აქვს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 30.11.2016
ნანახია: 1628

ანჯელინა ჯოლსითან განქორწინების შემდეგ მსახიობი ბრედ პიტი მარტოდ დარჩენას არ აპირებს.

როგორც აღმოჩნდა, ბრედი თავისუფალ დროს მსახიობ ქეით ჰადსონთან ატარებს, ამის შესახებ პრესას ბრედის პირადმა მცველმა კრის ჰერცოგმა უამბო: ”კარგად ვიცნობ ბრედსაც და ქეითსაც, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს განაცხადებენ, რომ ერთად არიან”.

ბოლო კვირების განმავლობაში ისინი ერთად მართლაც ბევრ დროს ატარებდნენ. რეგულარულად ურეკავდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ პიტის სახლში და პაემნებზეც დადიოდნენ. ჯერჯერობით ადრეა მათი შესაძლო რომანის შესახებ საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ქეითი შესანიშნავი პარტნიორი იქნებოდა ბრედისთვის, მით უფრო რომ ის დღემდე მარტოა”,- განუცხადა ჰერცოგმა ჟურნალისტებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე