ანჯელინა ჯოლის შვილები ჯონი დეპს მამას ეძახიან

საქართველო, თბილისი - 13:28 | 30.11.2016
ნანახია: 1703

დასავლური მედია ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის სავარაუდო რომანის თემის განვრცობას განაგრძობს. პირველ პუბლიკაციას სიახლეების მეორე ტალღა მოყვა, სადაც ჯოლის სახლში დეპის გახშირებულ ვიზიტებზეა მინიშნებები გაკეთებული.

ერთ-ერთი ტაბლოიდის ინფორმაციით, მსახიობი რეგულარულად სტუმრობს ჯოლის სახლს ლოს-ანჯელესის გარეუბანში ჰოლივუდის დახურულ დასახლება Hidden Hills-ში.

”ბრედი შეიშლება, როდესაც გაიგებს, რომ ენჯიმ ის ჯონიზე ნამდვილად გაცვალა”, - წერს გამოცემა.

ტაბლოიდის წყაროს ცნობით, ჯოლი გახარებულია დეპთან ურთიერთობით, მასთან დაახლოებით, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ანჯელინა ქმარს გაშორდა. უფრო მეტიც, ჯონი დეპმა მას გამოცდილი ადვოკატის ლაურა ვასერის მომსახურება შესრთავაზა, რომელიც თავად დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინების საქმით იყო დაკავებული.

ამის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით , ანჯელინა ჯოლი დეპს ემბერ ჰერდზე დაქორწინებისას აფრთხილებდა, კარგად დაფიქრებულიყო.

”ჯონისა და ენჯის შორის ქიმია არსებობს”, -ამტკიცებს წყარო და აღნიშნავს, რომ მსახიობი ჯოლის შვილებს ძალიან დაუახლოვდა. ”ისინი მას მამა ჯონის ეძახიან, და დეპიც როგორც ჩანს ბედნიერია ბავშვების გარემოცვაში”. მისივე თქმით, ჯოლიმ დეპს თავის სახლში საძინებელიც კი გამოუყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე