„ნატრულის უყვარს წარმოდგენების მოწყობა, როგორც ძალიან ბევრ მეგრელ ქალს“ - მარინა კახიანი

საქართველო, თბილისი - 11:00 | 30.11.2016
ნანახია: 1778

„ჩემს გამოჩენას ძალიან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა და ეს არ არის ადვილი. არ შეიძლება ყველას ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ჩემი ჩემი სახე, მოეწონათ, აღფრთოვანდნენ, ვიღაცამ კი ალბათ საშინლად მიიღო. ჩემი სურვილი სწორედ ეგ იყო, რომ უნდა მეთამაშა მეგრელი ქალის როლი მისი მკვეთრად გამოხატული ხასიათით“, - ამის შესახებ მსახიობმა მარინა კახიანმა ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მსახიობი თქმით, სერიალში მისი პერსონაჟი ნატრული არაადეკვატური და ისტერიკული ქალია.

„ნატრული არაადეკვატურია. გულის წასვლით, წივილით, უცებ მშვიდ ხასიათში გადასვლით, ვფიქრობ, რომ ისტერიკული ქალია, თუმცა ძალიან ხშირად ამას თამაშობს. ნატრულის უყვარს წარმოდგენების მოწყობა, როგორც ძალიან ბევრ მეგრელ ქალს. იმედია, არ მიწყენენ მეგრელები. ძალიან მიყვარს სამეგრელო და ნახევრად მეგრელი ვარ“, - განაცხადა მარინა კახიანმა.

კითხვაზე, თუ როგორი შეფასებები მიიღო მსახიობმა მეგრელი ქალებისგან, კახიანი პასუხობს:

„მეგრელების ცოტა მეშინოდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა, მეგობარს ზუგდიდიდან დააბარეს ჩემი ქება. ახლობლებს სულ ეუბნებიან, რომ კარგად და ზუსტად გამომდის“, - დასძინა „სარკესთან“ ინტერვიუში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე