ცნობილი მამაკაცები პოდიუმზე - ლიკა ყაზბეგი მორიგი გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 10:23 | 30.11.2016
ნანახია: 2270

ლიკა ყაზბეგი მორიგი გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება. ამჯერად, პროექტს „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ მამაკაცების დეფილე ჩაანაცვლებს.

„7 დეკემბერს, „ბაბილო მიუზიკლ ჰოლში“ რამდენიმე პროექტს ერთად ვახორციელებ,. ესენია: ,,წარმატებული ქალი პოდიუმზე'', ,,მამაკაცების დეფილე'' და ჩვენება, სადაც პიარ–და მარკეტინგის მენეჯერებს მივაღებინებ მონაწილეობას“, - განაცხადა „პრაიმნიუსჯორჯიასთან" საუბრისას ლიკა ყაზბეგმა.

მისივე თქმით, დეფილე ბავშვების გამოსვლით დაიწყება.

„ცოტა არ იყოს მეშინია, საკუთარი თავის გამოცდა მიწევს. მონაწილეების რიცხვი მასშტაბურია. გარდა ამისა, მინდა ბალერინა თათა ჯაშიც მოვიწვიო, რომელიც „იმედის“ პროექტში მონაწილეობს: „შენ შეგიძლია ცეკვა“. ეს საღამო გარკვეულწილად ჩემი დიშვილის, თათას მხარდასაჭერი აქციაც არის. თუ ტელეკომპანია „იმედი“ დამთანხმდება და უფლებას მისცემს, რომ თათამ 7 დეკემბერს იცეკვოს, ძალიან ბედნიერი ვიქნები“, - განაცხადა ლიკა ყაზბეგმა.

ჯერჯერობით, უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებიც აღნიშნულ დეფილზე მიიღებენ მონაწილეობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე