შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 30.11.2016
ნანახია: 1228

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, ხოლო

1986 წელს დაბადებული ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ი.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 33 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ი.გ.-ს ვ.ტ.-მ გადასცა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის  და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე