გიგა ბოკერია: არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს

საქართველო, თბილისი - 17:41 | 22.10.2015
ნანახია: 1699

არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. ბოკერიამ შექმნილ ვითარებაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.  

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის თქმით, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ბუნებრივი.მისივე თქმით, ის კრიზისი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა შეიყვანეს ქვეყანა, ჯერ განმუხტული არ არის. ბოკერიას თქმით, არანაირი ილუზია არ უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის "თოჯინებს", რომ ასეთი თავხედური და ამაზრზენი მუქარით ვინმე უკან დაიხევს.

"აბსოლუტურად ბუნებრივი იყო ის, რომ პრემიერის ამ კატასტროფული, სამარცხვინო და ამაზრზენი განცხადების შემდეგ და ბოლო დღეებისა და კვირების მოვლენების ფონზე, როდესაც ღია მცდელობაა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების, პრეზიდენტმა მოახდინა რეაგირება და განცხადება გააკეთა. ეს არავის უნდა გაკვირვებოდა. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება ჩვენი თავისუფლების დათმობის ხარჯზე და ამ თავისუფლების მთავარი კრიტიკული საკითხი ეს არის "რუსთავი 2"-ის საკითხი. ჩვენ მძევლად არ ავაყვანინებთ ჩვენს თავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის თავზეხელაღებულ ამაზრზენ გუნდს", - განაცხადა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე