ფონიჭალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 14:24 | 28.11.2016
ნანახია: 1389

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თებერვლის თვეში ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. წინა სასამართლო სხდომისაგან განსხვავებით, დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრო. რამდენიმე დღის წინ გამართულ პროცესზე დასწრებზე უარი გიორგი ხაბელაშვილმა სასამართლოს წერილობით აცნობა, რაც მისი უფლებადამცველ თამაზ კვახაძისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა კითხვით - სურდა თუ არა, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, რაზეც ბრალდებულმა თანხმობით უპასუხა. ამ უკანასკნელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ გახორციელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

მისი თქმით, ამას პროკურორიც ესწრებოდა, თუმცა ეს თავად პროკურორმა უარყო. შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 15 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე