25-წლიანი ეკონომიკური პრობლემა - როგორ ემსხვერპლა მოსახლეობის დანაზოგი ვანო ჩხარტიშვილის ავანტიურას

საქართველო, თბილისი - 13:21 | 28.11.2016
ნანახია: 1459

 თითქმის 25 წელია, საქართველოს მოსახლეობას საბჭოთა ანაბრების პრობლემა აწუხებს. ამ 25 წლის მანძილზე, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გამოუჩენია პოლიტიკური ნება, რათა ანაბრების გასტუმრების რეალური მექანიზმი შეემუშავებინა. სინამდვილეში, საბჭოთა ანაბრების გახმაურებული სკანდალი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც მოსახლეობის კუთვნილი ანაბრები თაღლითურად მიითვისა - წერს დღევანდელ ნომერში გაზეთი ,,ვერსია“, რომელიც  გაუჩინარებული საბჭოთა ანაბრების თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 25 წლის მანძილზე, საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზა არ გამოჩნდა. მართალია, საბჭოთა ანაბრები სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა, მაგრამ რეალურად, ამის მეტი არაფერი გაუკეთებია.

რატომ ვერ მოახერხა ვერცერთმა ხელისუფლებამ ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა?

პასუხი მარტივია, ჩხარტიშვილმა საბჭოთა ანაბრები შევარდნაძის დახმარებით მიითვისა, ხოლო სააკაშვილთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. ის ახლაც ცდილობს ,,ქართული ოცნების’’ მაღალჩინოსნებთან დაახლოებას და არც მთლად უშედეგოდ. ესაა მიზეზი, რის გამოც ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაბა თავი, მოსახლეობისთვის სამართლებრივი პასუხი გაეცა, რა ბედი ეწია საბჭოთა ანაბრებს და რა იყო რეალური მიზეზი, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე