სტამბოლში Madame Tussauds-ს მუზეუმი იხსნება

საქართველო, თბილისი - 11:53 | 28.11.2016
ნანახია: 1451

ცნობილი მუზეუმი Madame Tussauds, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქალაქში მდებარეობს ამიერიდან სტამბოლშიც ამოქმედდება.  მუზეუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება და ის მუზეუმების ქსელის რიგით 21-ე მუზეუმი იქნება.

მისი დათვალიერება და ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურების ხილვა ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.

Madame Tussauds სტამბოლში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქუჩაზე ისტიკლალზეა განთავსებული.

მუზეუმს 2000 კვ/მ უკავია ის გრანდ პერის შენობაში მდებარეობს.

მსოფლიო დონის პიროვნების ცვილის ფიგურებთან ერთად, სტამბოლის Madame Tussauds-ში თურქეთის ისტორიული ფიგურებიც იქნება გამოფენილი.

მუზეუმის ადმინისტრაციას ერთი ფიგურის დამზადება საშუალოდ 165 ათასი ლირა დაუჯდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე