ბავშვი ქუჩაში დგას და მშიერი თვალებით ელოდება მოწყალებას… - თემო საჯაია მიმართვას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 20:56 | 26.11.2016 ნანახია: 2349მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ქუჩაში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“მიმართვა: იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც ქუჩაში დგანან… საშინლად გაბრაზებული ვარ!!! გუშინ ვიჯექი ერთ-ერთ ბარში, სადაც შემოვიდა პატარა გოგონა, (ციგნის ბავში,როგორც ვუწოდებთ!!!) რომელსაც ხელში ყვავილები ეჭირა და ყიდდა, აი ისეთი ვარდები ცალობით, რომ ყიდიან ხოლმე. მოკლედ მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მეუბნება; – ბიძია უყიდე ყვავილი შენს გოგოსო, საშინლად შემეცოდა სიცივისგან გალურჯებული ბავშვი, გარეთ ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იყო. ის იყო ხელი საფულისკენ წავიღე, რომ უცბად მოვარდა დაწესებულების მენეჯერი და ეცა საცოდავ ბავშვს, რამდენჯერ უნდა გითხრა აქ აღარ შემოხვიდეო, ხალხს აწუხებო, გარეთ დაელოდეო, რომ დამინახა ყვავილის ყიდვას ვაპირებდი, ახლა მეუბნება; არ იყიდოთ არ შეიძლებაო, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ვიყიდე…
მოკლედ საშინლად დავითრგუნე და გავბრაზდი! გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე; სახელმწიფოზე, მენეჯერზე, დაწესებულებაზე და საკუთარ თავზე, რადგან არაფრის შეცვლა არ შემიძლია… მივმართავ ასეთ დაწესებულებებს და მენეჯერებს: ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო !!! ამ ბავშვებზე არავინ ზრუნავს, არც სახელწიფო, არც ორგანიზაციები და არც საზოგადოება (რომელსაც თავისი გასჭირვებია!!!) და თქვენ, მაინც ნუ იქნებით ასე უსისხლონი, თქვენ მაინც ნუ მოექცევით ასე საშინლად და ხელების გადაგრეხვით ნუ გაყრით პირუტყვებივით გარეთ… ისედაც იმაზე დიდი უსამართლობა არაფერია, როდესაც ბავშვი დგას ხელგაწვდილი ქუჩაში, სიცივეში თუ სიცხეში, ისედაც ამაზე დიდი საშინელების წარმოდგენა შეუძლებელია…
არ მინდა პათეტიკური ვიყო და ამიტომ აღარაფერს ვიტყვი გარდა ერთისა: არაფერია უფრო დიდი უსამართლობა ვიდრე ის, რომ ბ ა ვ შ ვ ი ქუჩაში დგას და მშიერი თვალებით ელოდება მოწყალებას…
პ.ს. ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის…” – წერს თემო საჯაია.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა